ლილარდის 45 ქულა და პორტლენდმა პლეიოფს მიუკაკუნა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ექვსი მატჩი გაიმართა, საიდანაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოგა ბითაძის “ინდიანას” თამაში იყო.

თანასწორობა – ასეთი მოწოდებით დაუბრუნდა გოგა ბითაძე მოედანს (ვიდეო)

სატურნირო თვალსაზრისით კი ყველაზე საინტერესო “პორტლენდისა” და “დენვერის” დაპირისპირება გახლდათ. პორტლენდელები პლეიოფში მოხვედრისთვის გამალებით იბრძვიან. მათი უშუალო კონკურენტი „მემფისი“ აგვისტოს მატჩებს არასათანადო ფორმაში შეხვდა და სწორედ ამიტომ, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ პლეიოფში მოხვედრის მშვენიერი შანსი გაუჩნდა.

მან დამიან ლილარდის 45 ქულის წყალობით “დენვერი” 125:115 დაამარცხა და მოგებებით მერვეადგილოსან “მემფისს” დაეწია (პლეი ოფში სწორედ 8 გუნდი გადის). ამიერიდან, ყველაფერი დამოკიდებულია დარჩენილ შეხვედრებზე – თუ მემფისელებმა თამაში ვერ გამოასწორეს, მომდევნო ეტაპზე “პორტლენდი” გავა.

დღის სხვა მაჩები:

საკრამენტო-ნიუ ორლეანი 140:125

მილუოკი-მაიამი 130:116

დალასი-კლიპერსი 111:126

ჰიუსტონი-ლეიკერსი 113:97