ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით მოასპარეზე ქალთა შორის ლიკა ჯიჯეიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა.
ლიკამ შეჯიბრზე ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ჯგუფურ ეტაპზე ექვსი, პლეიოფში კი ხუთი:
T32 – აისელ აჰადოვა (აზერბაიჯანი) 15-9
T16 – ნატალია ბუგაევსკი (მოლდოვა) 15-6
T8 – მარია პერეს მორისი (არგენტინა) 15-9
1/2 – ირინა შჩულკა (თურქეთი) 15-9
ფინალი – ანა ბაშტა (აზერბაიჯანი) 15-12
ამ გამარჯვების შემდეგ, ლიკა ჯიჯეიშვილმა FIE-ს რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადაინაცვლა და 23.00 ქულით, 68-ე ადგილზეა. 23.25 ქულა აქვს და 67-ე ადგილზეა თეოდორა კახიანი.
წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური