ლიგიდან გავარდნილი ბათუმის "დინამო" შონიამ და მარცვალაძემ დატოვეს
ლიგიდან გავარდნილი ბათუმის "დინამო" შონიამ და მარცვალაძემ დატოვეს

თემურ შონიამ, რომელიც ბოლო წლებში ბათუმის “დინამოს” კაპიტანი და ლიდერი იყო, გუნდი დატოვა. 27 წლის ნახევარმცველმა ზღვისპირული კლუბSი ფორმით 109 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში ბათუმელები ბოლნისის “სიონთან” პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ლიგა 2-ში დაქვეითდნენ. შონიამ გუნდის დატოვება ამის შემდეგ გადაწყვიტა.

“გუნდში გატერებულ 4 სეზონში 100-ზე მეტი მატჩი ჩავატარე. არასოდეს დამავიწყდება ბევრი სიხარული, ხალხის დიდი სიყვარული და სასწაული ბიჭები, რომელთა გვერდითაც მომიწია თამაში – ამაყი ვარ, რომ ეს ბიჭები ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. ყველას დიდი მადლობა ამისთვის, ისევე როგორც მწვრთნელებს, პერსონალს და უფროსობას ნდობისთვის. ყველაზე დიდი მადლობა ბათუმელ გულშემატკივარს, რომელიც მიუხედავად ცუდი სეზონისა, ბოლომდე ბოლომდე ჩვენს გვერდში იდგა. ამავე დროს, ბოდიში, რომ იმედები გაგიცრუეთ. პირატებო, თქვენ საუკეთესოები ხართ, იმსახურებთ უმაღლესში დაბრუნებას და ბევრ წარმატებას. მადლობა განვლილი ოთხი სეზონისთვის” – ამბობს თემურ შონია.

გავრცელებული ცნობით, გუნდი გამოცდილმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემაც დატოვა და ის ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ “რუსთავში” ითამაშებს.