ლიგა 4-ში საინტერესო ამბავი მოხდა. წალენჯიხაში „სქურმა“ მარტვილის „მერანი 2“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.
მაგრამ ეს მატჩი აღსანიშნავი მარტვილელთა შემტევის, ლევან თოლორდავას გამო გახდა.
ანგარიში მე-16 წუთზე სწორედ მან გახსნა. მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე, აუტის ხაზთან ახლოს მიიღო, დაახლოებით 35 მეტრიდან კარში დაარტყა და შორეულ „ცხრიანში“ იმდენად ეფექტური გოლი გაიტანა, არათუ ლიგა 4-ის, არამედ ზოგადად საფეხბურთო სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაში შეიძლება მოხვდეს.