ლიგა 4-ში გოლი აუტის ხაზიდან გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიგა 4-ში გოლი აუტის ხაზიდან გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიგა 4-ში საინტერესო ამბავი მოხდა. წალენჯიხაში „სქურმა“ მარტვილის „მერანი 2“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.

მაგრამ ეს მატჩი აღსანიშნავი მარტვილელთა შემტევის, ლევან თოლორდავას გამო გახდა.

ანგარიში მე-16 წუთზე სწორედ მან გახსნა. მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე, აუტის ხაზთან ახლოს მიიღო, დაახლოებით 35 მეტრიდან კარში დაარტყა და შორეულ „ცხრიანში“ იმდენად ეფექტური გოლი გაიტანა, არათუ ლიგა 4-ის, არამედ ზოგადად საფეხბურთო სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაში შეიძლება მოხვდეს.