ლიგა 2 | „სიონი“ დამარცხდა და აუტსაიდერებშია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში 26 ტურის ბოლო შეხვედრა ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გაიმართა – „სიონმა“ „დინამო თბილისი 2-ს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ბოლნისელები მოგების შემთხვევაში სამ გუნდს გადაასწრებდნენ და მე-5 ადგილზე დაწინაურების შანსი ჰქონდათ. მაგრამ ლიგის აუტსაიდერთან მიზანს ვერ მიაღწია და მოულოდნელად დამარცხდა.
თბილისელებმა ადრიან სეზარის გოლებით გაიმარჯვეს – 20 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 67-ზე დუბლი შეასრულა. მასპინძლებიდან თავი დათა სიჭინავამ (73 წუთზე) გამოიჩინა.
სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ბოლნისის „სიონი“ (31 ქულით) აუტსაიდერთა ზონაშია – მე-8 ადგილზე, ხოლო „დინამო 2“ მოგების მიუხედავად, ბოლო, მე-10 პოზიციაზე დარჩა.