ლიგა 2 | „რუსთავს“ ლეგიონერებმა ლიდერობა შეუნარჩუნეს - „დინამომ“ „სიონს“ გადაასწრო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-17 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები გამოიწვია.
17-ე ტური
„შტურმი“ – „დინამო თბილისი 2“ (0:1)
სართიჭალას სტადიონზე „შტურმმა“ „დინამო თბილისის“ სარეზერვო გუნდს უმასპინძლა. თბილისელებს გამარჯვება ლუკა ფრიდონიშვილმა მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი 64-ე წუთზე გაიტანა.
„რუსთავი“ – „სპაერი“ (3:1)
რუსთაველებმა „სპაერი“ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მიიღეს და დამაჯერებლად დაამარცხეს. მასპინძლებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და ყველა ლეგიონერების ანგარიშზეა – განელმა ბილი ჯიბრილმა დუბლი (32, 40) შეასრულა, ერთიც იაპონელმა იუტა ნაკანოს (28) გაიტანა. საბოლოო ანგარიში 61-ე წუთზე „სპაერის“ მოთამაშემ, გიორგი ცეცხლაძემ დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით, „რუსთავმა“ (30 ქულა) პირველი ადგილი შეინარჩუნა, „დინამო თბილისი 2“ (30) კი მეორეზე დაწინაურდა და ბოლნისის „სიონს“ (29) გადაასწრო.
მე-18 ტურის მატჩები (რომლითაც მეორე წრე დასრულდება) 5 აგვისტოს გაიმართება.