ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი დასრულდა და პლეიოფის და პლეიაუტის თითქმის ყველა თარიღი და წყვილი გაირკვა. პლეიოფის (გადასასვლელი მატჩები ელიგის გუნდებთან) საგზური – „სპაერმა“ და „სამტრედიამ“ მოიპოვეს, ხოლო პლეიაუტში (ლიგა2-ში ადგილის შენარჩუნებითვის მატჩები) – „რუსთავი“ და „ვიტ ჯორჯია“ ითამაშებენ.
პლეიაუტი
პლეიაუტში „რუსთავი“ და „ვიტ ჯორჯია“ ლიგა 3-ის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებდებიან. „რუსთავი“ ხობის „კოლხეთს“ შეხვედბა, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ – დუშეთის „არაგვს“. პლეიაუტის მატჩები 6 და 10 დეკემბერს გაიმართება.
სამშაბათი, 6 დეკემბერი
ვიტ ჯორჯია – არაგვი
13:00. გლდანის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი
კოლხეთი ხობი – რუსთავი
13:00. პაატა თათარიშვილი არენა – ხობი
შაბათი, 10 დეკემბერი
რუსთავი – კოლხეთი ხობი
13:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
არაგვი – ვიტ ჯორჯია
13:00. მარაკანა – თბილისი
პლეიოფი
პლეიოფში „სპაერი“ და „სამტრედია“ (შესაბამისად) ეროვნული ლიგის ელიგის მე-8 და მე-9 გუნდები დაუპირისპირდებდებიან, რომელთა ვინაობაც დღეს, 3 დეკემბერს ელიგის ბოლო ტურის შედეგებით გაირკვევა. თუმცა, მატჩების გრაფიკი და თარიღები ცნობილია – პლეიოფის მატჩები 7-8 და 11-12 დეკემბერს ჩატარდება.
ოთხშაბათი, 7 დეკემბერი
სამტრედია – ელიგის მე-8 გუნდი
13:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია
ხუთშაბათი, 8 დეკემბერი
ელიგის მე-9 გუნდი – სპაერი
13:00.
კვირა, 11 დეკემბერი
ელიგის მე-8 – სამტრედია
13:00.
ორშაბათი, 12 დეკემბერი
სპაერი – ელიგის მე-9
13:00. სპაერის სტადიონი – თბილისი