„ლიგა 1“-მა კალენდარი გამოაქვეყნა
„ლიგა 1“-მა კალენდარი გამოაქვეყნა

საფრანგეთის „ლიგა 1“-მა თავის ოფიციალურ გვერდზე 2020/21 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ჩემპიონატი 23 აგვისტოს დაიწყება.

პირველ ტურში ასეთი წყვილებია:

პსჟ – მეცი

მონაკო – რეიმსი

დიჟონი – ანჟე

ბორდო – ნანტი

ნიმი – ბრესტი

ნიცა – ლანსი

ლილი – რენი

ლორიანი – სტრასბურგი

მონპელიე – ლიონი

მარსელი – სტ. ეტიენი

ზოგიერთი მატჩი შეიძლება გადაიტანონ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პლეი-ოფის გამო.

მე-17 ტური ბოლო იქნება 2020 წელს. ის 23 დეკემბერს არის დაგეგმილი. სეზონის მეორე ნაწილი 2021 წლის 6 იანვარს დაიწყება. დასკვნითი ტური 23 მაისს გაიმართება.