ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში ნეიმარი არ შეიყვანეს #1TVSPORT
ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში ნეიმარი არ შეიყვანეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა საფრანგეთის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში. ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ნეიმარი საუკეთესოებს შორის ვერ მოხვდა.

ლიგა 1-ის გასული სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – მაიკ მენიანი (ლილი);

მცველები – ჟონათან კლაუსი (ლანსი), მარკინიოსი (პარი სენ’ჟერმენი), ჟოზე ფონტე (ლილი), რეინილდო მანდავა (ლილი);

ნახევარმცველები – ლუკას პაკეტა (ლიონი), ბენჟამენ ანდრე (ლილი), ორელიენ ჩუამენი (მონაკო);

ფორვარდები – მემფის დეპაი (ლიონი), ბურაქ ილმაზი (ლილი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი).

ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს ქვეყნის ჩემპიონს „ლილს“ – ხუთი მოთამაშე.