ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის კურსკის ოლქში შეჭრა ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა
უკრაინის კურსკის ოლქში შეჭრა ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა, – ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ლაურინას კაშიუნასმა განაცხადა.
კაშიუნასის აზრით, კურსკში მიმდინარე ოპერაციის შედეგი არის სწორედ უკრაინელი სამხედროების მებრძოლი სულისკვეთება, რომელიც გაიზარდა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საუბრების ფონზე.
„უკრაინელებმა გადაწყვიტეს საინტერესოდ თამაში. ისინი ამაგრებენ საკუთარ პოზიციებს და თუ მათ შეძლეს ამ ტერიტორიებზე ან გარკვეულ ცენტრებზე კონტროლის შენარჩუნება, ეს ძალიან გაზრდის მათ მოლაპარაკებების ძალას“, – თქვა მინისტრმა.