ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ, ლიეტუვა საქართველოს ხალხის გვერდით დგას 
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ, ლიეტუვა საქართველოს ხალხის გვერდით დგას 

რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ, – ასე გამოეხმაურა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე საქართველოში განავითრებულ მოვლენებს.

როგორც მინისტრი წერს, ლიეტუვა საქართველოს ხალხის გვერდით დგას.

„როგორც ქვეყანა, რომელმაც მოახერხა რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქებისგან თავის დაღწევა, ლიეტუვა დგას საქართველოს ხალხის გვერდით ჩაგვრისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. გამაგრდით, რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ. იმედია, ერთ დღეს ევროკავშირში გიხილავთ“, – წერს დოვილე შაკალიენე სოციალურ ქსელში.