ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დასაცავად სამხედროების განთავსებას გეგმავს
ლიეტუვა კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დასაცავად სამხედროების განთავსებას გეგმავს.
როგორც ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარტინას კატელინასმა განაცხადა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რობერტას კაუნასს თხოვნით მიმართა, რომ ლიეტუვის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო დაცვის სამსახურს კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დაცვაში დაეხმარონ.
კატელინასის განცხადებით, ლიეტუვა დამატებით პრევენციულ ზომებს რეგიონში უსაფრთხოების საერთო ვითარების შეფასებისა და რუსეთის მიერ მობილიზაციის შესაძლო გამოცხადების შესახებ მიღებული სიგნალების ფონზე იღებს.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად ლიეტუვა-რუსეთის საზღვარზე ვითარება მშვიდია და სამხედროების ჩართვა პრევენციული ღონისძიებაა. მისივე თქმით, „საზღვარი დაცულია“.