ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირში რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ
ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირში რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ითხოვს. რეზოლუციას მხარი ლიეტუვის სეიმის 107-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

ლიეტუველი პარლამენტარები მიმართავენ ევროკომისიას, სასწრაფოდ შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს ევროკავშირში რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტს.

რეზოლუციაში ცალკე სთავაზობენ, განიხილონ ევროკავშირში რუსული და ბელარუსული წარმოშობის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა და, საჭიროების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნაკადის დარეგულირება უკრაინული პროდუქტების გამოყენებით.

არახელსაყრელი საბაზრო ფასების შემთხვევაში, ევროკომისიას შესთავაზეს, გამოიყენოს ინტერვენციების სისტემა უკრაინაში ჭარბი მარცვლეულის შესაძენად, რაც ხელს შეუწყობს მარცვლეულის ფასების დარეგულირებას და გარანტირებული იქნება მწარმოებლების შემოსავალი.

მედიის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისია, სავარაუდოდ, წარადგენს წინადადებას რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვის შესახებ.

ლატვიის პარლამენტმა პირველმა მიიღო დროებითი აკრძალვა რუსეთიდან და ბელარუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე 2025 წლის ივლისამდე, 8 მარტს კი პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია რუსული და ბელარუსული საკვები პროდუქტების იმპორტზე სანქციების დაწესების შესახებ.