ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე – ჩვენ ვიცით, როგორ და რატომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც ჩვენი საუკეთესო მეგობარია

17:37, 29.05.2019

ჩვენ იგივე გზა გავიარეთ დაახლოებით 25 წლის წინ, ამიტომ ახლა ვიცით, როგორ და რატომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარია, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარემ, ვიქტორას პრანცკიეტისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიქტორას პრანცკიეტისმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს უსაფრთხოებაზე, ასევე ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვაზე.

„ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა ამ გზაზე. პირველ რიგში საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტების იმპლემენტაცია უნდა მოახდინოს, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის აუცილებელია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას დასაწყისიდანვე უჭერს მხარს. ჩვენ იგივე გზა გავიარეთ დაახლოებით 25 წლის წინ, ამიტომ ახლა ვიცით, როგორ და რატომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარია. შესაბამისად ყოველთვის ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად“, – განაცხადა სეიმის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

მსგავსი