ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა.
მედიის ცნობით, საარჩევნო უბნების თითქმის 90 პროცენტის ბიულეტენების დათვლის შემდეგ ნაუსედამ ხმების დაახლოებით სამი მეოთხედი დააგროვა. მეორე ადგილზეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე.
გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
„ლიეტუვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰგავს მყიფე ჭურჭელს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და არ გავტეხოთ“, – განაცხადა ნაუსედამ.