ლიეტუვის საგარეო უწყება – ვულოცავთ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც „ტვიტერის“ საშუალებით გავრცელებულ მისალოც ტექსტშია აღნიშნული, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკან და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – ნათქვამია მისალოც ტექსტში.
Sincere congratulations to #Georgia 🇬🇪 and its people on Independence Day! #Lithuania stands firmly behind Georgia’s sovereignty and territorial integrity and strongly supports Georgia’s European and Euro-Atlantic integration🌐. pic.twitter.com/0m2t9i8gTK
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) May 26, 2022