ლიეტუვის საგარეო უწყება – სამძიმარს გამოვთქვამთ შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს გამოთქვამს შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს.
„გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამთ საქართველოს შოვის კურორტზე მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს და სამაშველო ძალისხმევის წარმატების იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
We extend our heartfelt condolences for those killed in the landslide that hit #Georgia’s Shovi resort. We wish a speedy recovery for the injured ones and hope for the success of rescue efforts. #ShoviLandslide
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) August 4, 2023