ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - „უცხოური აგენტის“ კანონი ევროპული პრინციპებისა და ღირებულებების წინააღმდეგაა, ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - „უცხოური აგენტის“ კანონი ევროპული პრინციპებისა და ღირებულებების წინააღმდეგაა, ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები

„უცხოური აგენტის“ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებსა და ღირებულებებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სიმონას შატუნასმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები.

„გაფართოების მხრივ, გვჯერა, რომ ახლა არის სწორი დრო და ივნისში ჩვენ გვექნება მთავრობათაშორისი კონფერენცია უკრაინასთან და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოს, აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი. საქართველოს მთავრობამ ვერ უნდა გაასულელოს თავისი ხალხი. „უცხოური აგენტის“ კანონი არის ევროპული პრინციპებისა და ღირებულებების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები და შედეგები საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა სიმონას შატუნასმა ევროპულ საქმეთა მინისტერიალზე.