ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია, ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია
დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერში“ წერს.
„ვიმედოვნებ, ყველა მხარე ხელს მოაწერს და შემდეგ ზედმიწევნით შეასრულებს მას. მადლობელი ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ყველა მხარის, შეთანხმების მიღწევაში დახმარებისთვის. ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია“,- წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.
Encouraging news from #Georgia. Deal to end political deadlock is reached. Hope that all responsible parties will sign it and then rigorously implement it. Grateful to @eucopresident and all the parties for helping reach the deal. The biggest winner is people of Georgia!
— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) April 19, 2021