ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლიეტუვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას მტკიცედ უჭერს მხარს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიკრობლოგ „ტვიტერით“ ულოცავს. მილოცვა ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად წერია.
„ქართველ ხალხს გულწრფელ მოლოცვას გიგზავნით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ლიეტუვა თქვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას მტკიცედ უჭერს მხარს. მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
We send our most sincere congratulations to the people of #Georgia🇬🇪 celebrating Independence Day today. #Lithuania🇱🇹 is strongly supporting your European and Euro-Atlantic aspirations.
მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! pic.twitter.com/K2aFShtJnP
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) May 26, 2020