ლიეტუვის პრეზიდენტი - რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება.
„მე მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე. ის საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. დასავლეთის გადასაწყვეტია ახლა სათანადო რეაგირება! დაუდექით უკრაინას“ – წერს ნაუსედა.