ლიეტუვის პრეზიდენტი მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ
ლიეტუვის პრეზიდენტი მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, მიბაძონ ვილნიუსის მაგალითს და რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. ამის შესახებ ნაუსედამ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – LRT-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რათა ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა ნაუსედამ ინტერვიუში.

ნაუსედას თქმით, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ლიეტუვამ ​რუსულ ენერგორესურსებზე მთლიანად დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა საკუთარი თავი.

„პოლიტიკამ, რომელსაც რუსეთის მიმართ არანაირი ილუზიები არ ჰქონდა, იმუშავა ბევრად უკეთ, ვიდრე ე.წ. რეალურმა პოლიტიკამ, რომელიც ახლა წარმოადგენს თავის ტკივილს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის. მე მესმის მათი მდგომარეობის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიეტუვა სწორი გზით მიდიოდა. და რაც უფრო მალე აირჩევენ ამავე გზას სხვა დასავლური ევროპული ქვეყნები, მით უკეთესი და მარტივი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.