ლიეტუვის პრეზიდენტი - ჩემი ქვეყანა არასდროს შეურიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია
ლიეტუვის პრეზიდენტი - ჩემი ქვეყანა არასდროს შეურიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მისი თქმით, ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო! ას სამი წლის წინ, ლიეტუვა და საქართველო წარმოადგენდნენ ორ ერს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მცირე კონტაქტი გვქონდა, ჩვენი განწყობილება თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო. საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენი  სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. თავისუფლებით გაერთიანებულები, ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთსაც. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა.

ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები. თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაც იქნება!

ჩემი ქვეყანა არასდროს შეურიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას რუსეთის მიერ.

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დღეს მე ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი ამაყია საკუთარი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ლიეტუველი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო განწყობასა და სურვილებს თითოეულ თქვენგანს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო“, – აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.