ლიეტუვის პრემიერი აცხადებს, რომ ნატო-სთვის უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნის მოწოდება უპასუხისმგებლოა
ნატო-სთვის უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნის მოწოდება უპასუხისმგებლოა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ლიეტუვის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში ნატო-ს მიერ არასაფრენი ზონის გამოცხადებამ შეიძლება, სამხედრო ალიანსი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შეიყვანოს.
„მიმაჩნია, რომ ნატო-ს ყველა წახალისება, ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არის უპასუხისმგებლო“, – თქვა სიმონიტემ.