ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ლიეტუვის პრემიერი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, ლიეტუვა მზად არის, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო სადღესასწაულო ღონისძიებები განსხვავებულია. პანდემია ჩვენი ჯანდაცვის სისტემის, ჩვენი სიძლიერის, ეკონომიკის გამძლეობისა და ინდივიდებსა და სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის ტესტია. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფოების ინოვაციური მიდგომები საშუალებას მოგვცემს, რომ პანდემიას გავუმკლავდეთ და ჩვენ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ. ლიეტუვა მზად არის, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ქვეყნებს საერთო ინტერესები და ღირებულებები აქვთ. მზად ვართ, გავაგრძელოთ წარმატებული, ორმხრივი თანამშრომლობა და ამით დავეხმაროთ ევროპული ოჯახისკენ მიმავალ საქართველოს“, – ნათქვამია ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის წერილში.