ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე საპასუხოდ, ნატო-ს მკაფიო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მინდაუგას სინკევიჩიუსი რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე საპასუხოდ, ნატო-ს მკაფიო გეგმის შემუშავების მოწოდებით გამოდის.
მისი თქმით, მოსკოვს სურს შეამოწმოს ალიანსი მდგრადობა, რამდენადაც ინციდენტები უკვე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს მიღმაც ვრცელდება.
„დანარჩენი ევროპა იწყებს აღიარებას, რომ ვერ შევძლებთ იგნორირება გავუწიოთ იმას რაც ლაიფციგში, დანიაში და სხვა ადგილებში ხდება. საქმე სიახლოვეში არაა. ნატო ცდილობს პრობლემის პოლიტიკური გზით გადაჭრას. თუმცა, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ რა რეაგირება ექნება ალიანსს. ვიმედოვნებ, მას ძალიან მალე ვიხილავთ“, – განაცხადა სინკევიჩიუსმა.
გერმანიამ ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. დანიამ რუსული ფრეგატი დაადანაშაულა სამხედრო ვერტმფრენისთვის სასიგნალო ცეცხლის გახსნაში, პოლონეთმა ავიაგამანადგურებლები გაააქტიურა, როდესაც რუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულმა დრონებმა ჩაძირეს მარცვლეულით დატვირთული ხომალდი რუმინეთთან.
როგორც ლიეტუვის პრემიერმა აღნიშნა, პუტინმა შეძლო რუსეთის ეკონომიკის ომზე მიმართვა. მისი თქმით, პუტინის მთავრობა ძალიან არარაციონალური და რთულად პროგნოზირებადია. სინკევიჩიუსი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება, მოსკოვს უბიძგებს სხვა მიმართულებები ეძიოს.