ლიეტუვის მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად უნდა მიიღოს

15:08, 20.09.2026

ლიეტუვის მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად უნდა მიიღოს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროკავშირი გადაწყვეტილებებს ძალიან ნელა იღებს და არსებული პროცედურები უნდა დააჩქაროს.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაჩქაროთ არსებული პროცედურები და რომელ სფეროებში გავაღრმავოთ თანამშრომლობა ისე, რომ ვინმეს არ მიეცეს პროცესის დაბლოკვის საშუალება, როცა სხვები წინ წასვლას ცდილობენ. ეს ადვილი არ იქნება“,- განაცხადა ბუდრისმა.

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს დამტკიცებამ შეიძლება, წევრი ქვეყნების წინააღმდეგობა გამოიწვიოს, რადგან ამისთვის ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი რობერტას კაუნასი კი ამბობს, რომ საბჭოსთან დაკავშირებულ განხილვებში მთავარი უსაფრთხოების ეფექტურად უზრუნველყოფა და ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება უნდა იყოს.

ცნობისთვის, მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მონაწილეობით უშიშროების საბჭოს შექმნა დააანონსა.

მსგავსი