ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა ონკოდაავადებული პრემიერისადმი სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსა
ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა აურელიუს ვერიგამ ონკოდაავადებული პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნიალისისადმი სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსა და საკუთარი ფოტო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „დელფი“ ავრცელებს.
„თმის ქონა ან არქონა დროებითი მოვლენაა. ეს მხოლოდ ფორმაა. მსურს, მხარი დავუჭირო მათ, ვისთვისაც ეს ცვლილებები მათი არჩევანი არ არის. პრემეირისადმი და ყველა იმ ადამიანისადმი სოლიდარობის ნიშნად, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის. ვუსურვებ მათ ძალას, სიმტკიცეს, საკუთარ თავისა და ქვეყნის მედიცინის მიმართ, რომელიც საოცრებებს ახდენს. საკუთარ ძალებში რწმენა და პროფესიონალი ექიმებისადმი ნდობა სირთულეების გადალახვაში გვეხმარება. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში. მოდით, ვიყოთ ერთიანები, სოლიდარულები და დავეხმაროთ ერთმანეთს. ერთად გამოჯანმრთელება უფრო მარტივია“, – დაწერა სოციალურ ქსელში ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა.
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა აგვისტოს ბოლოს ისაუბრა საჯაროდ, საულიუს სკვერნიალისმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავდების – ლიმფომის დიაგნოზი დაუდგინეს.