ლიეტუვაში სამკვირიანი კარანტინი წესდება
ლიეტუვაში სამკვირიანი კარანტინი წესდება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ნოემბრიდან ლიეტუვაში კარანტინი ამოქმედდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის 18 092 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 182 ადამიანი.