ლიეტუვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ლიეტუვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ლიეტუვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავებულები რუსეთის დაზვერვის დავალებებს ასრლებდნენ. კერძოდ, არასაპარლამენტო პარტიებთან ერთად, ლიეტუვაში პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას ცდილობდნენ.

ლიეტუვას გენერალური პროკურორმა ევალდას პაშილისმა დაკავებული პირების რაოდენობა არ დააზუსტა. თუმცა განაცხადა, რომ მათ შორის არის სოციალისტური სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ალგირდას პალეცკისი.

იუწყებიან, რომ დაპატიმრებულია პროსაბჭოთა ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი, რუსეთის მოქალაქე, ვალერი ივანოვი. ხელისუფლება ამჟამად ცდილობს დაადგინოს, არის თუ არა ის ჯაშუშურ ქსელთან დაკავშირებული.

ლიეტუვას პოლიციაში განაცხადეს, რომ დაპატიმრებული პირების საქმიანობა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებოდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ინფორმაციის შემცველი მეხსიერების ბარათები.

ლიეტუვაში ჯაშუშობა ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება.

დატოვე კომენტარი