ლიეტუვაში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში რვა მოსამართლე დააკავეს
ლიეტუვაში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში რვა მოსამართლე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სულ 18 ეჭვმიტანილია დაკავებული. მათ შორის ხუთი ადვოკატია.
დაკავებულებს ბრალად ედებათ უფლებამოსილების გადაჭარბება და ქრთამის აღება.
გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ დაკავებულები ერთიანი სისტემით მუშაობდნენ. ისინი სასამართლო დავის წარმატებით დასრულებისთვის 1000 დან 100 000 ევრომდე ქრთამს იღებდნენ.