ლიეტუვას საგარეო უწყება - ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დარიგებული პასპორტების არაღიარების საკითხზე მუშაობს
ლიეტუვას საგარეო უწყება - ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დარიგებული პასპორტების არაღიარების საკითხზე მუშაობს

ევროკავშირი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ დარიგებული პასპორტების არაღიარების საკითხზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლიეტუვას საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა რუსეთის მიერ, ამ ფორმით უკრაინის ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დარღვევას კოორდინირებულად უპასუხონ.

ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიიღო ესტონეთმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს ესტონეთი არ აღიარებს.

ცნობილია, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კანადის მთავრობამაც.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესის გამარტივების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.