ლიეტუვის პრეზიდენტი ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის
ლიეტუვის პრეზიდენტი ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლიეტუვაში სამი წლის წინ ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო მისიის შექმნას პოზიტიურად მიიჩნევს, მან უნდა გამოიყენოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სიტყვა „ტაიბეი“ და არა „ტაივანი“, ჩინეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

„ეს შეიძლება, იყოს სიგნალი ლიეტუვისგან ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – აღნიშნა ნაუსედამ.

სამი წლის წინ ლიეტუვამ ტაივანს უფლება მისცა, ვილნიუსსში გაეხსნა სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისი, ხოლო ჩინეთმა საპასუხოდ ლიტვასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა.

კვირის დასაწყისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოუწოდა კოალიციას, ებრძოლონ „ეკონომიკურ იძულებას“, რაშიც ლანდსბერგისი ჩინეთს გულისხმობდა.

თავის მხრივ, ნაუსედამ ვილნიუსს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.

„ყველა ნაბიჯი უნდა მოიცავდეს დიალოგს, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას ყველა დაინტერესებულ მხარესთან და კოორდინირებული უნდა იყოს, როგორც ტაივანთან, ასევე ჩინეთთან“, – აღნიშნა ნაუსედამ.