ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საფრანგეთიდან ჩასული მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, ორკვირიანი კარანტინი გაიარონ

19:06, 31.07.2020

ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საფრანგეთიდან ჩასული მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, ორკვირიანი კარანტინი გაიარონ.

ამის მიზეზი საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა.

საფრანგეთში გუშინ ვირუსის 1 377 შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ქვეყანაში 21 ახალი კლასტერი ფიქსირდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 222 469 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 30 241 ადამიანი.

მსგავსი