ლიეტუვამ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეების სრული სია გამოაქვეყნა

17:30, 15.04.2025

ლიეტუვამ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეების სრული სია გამოაქვეყნა. აღნიშნული პირები ლიეტუვამ სხვადასხვა დროს დაასანქცირა. ინფორმაციას ლიეტუვის მიგრაციის სერვისების ვებგვერდი ავრცელებს.

სანქცირებულ პირებს შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე, გრიგოლ ლილუაშვილი.

სანქციები ასევე შეეხო შემდეგ პირებს: მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, შალვა ბედოიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, გოგა ხაინდრავას, შალვა თადუმაძეს, ირაკლი ქარსელაძეს, კახი ბექაურს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, ირაკლი რუხაძეს, ლევან მურუსიძეს, ვიქტორ ჯაფარიძეს, ლაშა ჯოხაძეს.

მსგავსი