ლიეტუვა სვეტლანა ციხანოვსკაიას ბელარუსისთვის გადაცემას არ აპირებს
ლიეტუვა სვეტლანა ციხანოვსკაიას ბელარუსისთვის გადაცემას არ აპირებს

ლიეტუვა ბელარუსელი ოპოზიციონერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას ბელარუსისთვის გადაცემას არ აპირებს. ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანტას ადამენასმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ვფიქრობ, ბელარუსის მთავრობა მშვენივრად ხვდება, რომ სვეტლანა ციხანოვსკაიას ექსტრადაციის საკითხი მხოლოდ რიტუალური აქტი იქნება. მინსკში ძალიან კარგად იციან, რას ვუპასუხებთ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2 მარტს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა სვეტლანა ციხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა და დოკუმენტები გენერალურ პროკურატურას გადასცა.