ლიეტუვა შეიარაღებული ძალების შემადგენლობის მეოთხედით გაზრდას გეგმავს
ლიეტუვა შეიარაღებული ძალების შემადგენლობის მეოთხედით გაზრდას გეგმავს

ლიეტუვა შეიარაღებული ძალების შემადგენლობის მეოთხედით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია არმიის სტრუქტურის შესახებ კანონპროექტში, რომელიც ქვეყნის მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ახლა დოკუმენტი სეიმმა უნდა განიხილოს.

კანონპროექტის თანახმად, 2024 წლისთვის ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში სამხედროების რაოდენობა 21 290-დან 26 500-მდე უნდა გაიზარდოს. აქედან პროფესიონალი სამხედროების რაოდენობა 15 600-მდე იქნება.

ლიეტუვის არმია როგორც კონტრაქტორებისგან, ისე სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცებისგან შედგება. სავალდებულო სამხედრო სამსახური ლიეტუვამ 2015 წელს აღადგინა რუსეთის შესაძლო აგრესიის გამო.

ახალი კანონპროექტის თანახმად, იგეგმება გენერლებისა და უფროსი ოფიცრების, ასევე რეზერვისტთა რაოდენობის გაზრდა.