ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. როგორც ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, დასავლეთში რუსეთის საინფორმაციო გავლენა სათანადოდ არ შეაფასეს. ლინკევიჩუსმა მხარი დაუჭირა რუსეთის სანქციების შენარჩუნებას.

ეს განცხადება ლიეტუვას მთავარმა დიპლომატმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ევროპა უკეთ უნდა მოემზადოს რუსეთის საინფორმაციო ომის დასაძლევად.

„ძალიან მიამიტები ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ, რომ რუსეთის ზეგავლენის მიმართ მოწყვლადი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

მისივე თქმით, ევროპამ რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს, ხოლო დღევანდელი ბუნდოვანი პოზიცია, რომელიც დასავლეთში რუსეთის მიმართ აქვთ, მოსკოვის მხრიდან მხოლოდ გართულებებს იწვევს.