„ლიეპაიას“ მთავარმა მწვრთნელმა თამაზ პერტიამ გუნდი დატოვა #1TVSPORT
„ლიეპაიას“ მთავარმა მწვრთნელმა თამაზ პერტიამ გუნდი დატოვა #1TVSPORT

თამაზ პერტიამ „ლიეპაიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 50 წლის სპეციალისტი ამ გუნდში ორ სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა. 2016/17 წლების სეზონში პერტიამ „ლიეპაიას“ ლატვიის თასი მოაგებინა.

გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ გუნდი თამაზ პერტიამ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

გუნდის ცნობით, „ლიეპაიამ“ 2025 წელს პირველი ვარჯიში ახალი მწვრთნელის, ხორვატი დინო სკენდერსის ხელმძღვანელობით ჩაატარა. ქართველი სპეციალისტი გუნდს 2022 წლის 4 ივნისიდან ავარჯიშებდა, მაგრამ ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა.

თამაზ პერტიამ საფეხბურთო კარიერის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა ლატვიაში დაიწყო და სხვა ქვეყანაში არ უმუშავია. ავარჯიშებდა „დინაბურგს“, „დაუგავპილსს“, „ოლიმპსს”, „სკონტოს“, „ვალმიერას“ და „ლიეპაიას“.

2023 წლის სეზონში „ლიეპაიაში“ 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა – მეკარე ლუკა სანიკიძე და ნახევრამცველები, გიორგი კუცია, დავით სამურკასოვი და ნიკა ცხოვრებაშვილი. მაგრამ მათ სეზონის ბოლოს კლუბი დატოვეს.

2024 წლის დასაწყისში პერტიამ 5 ქართველი ფეხბურთელი მიიწვია – „საბურთალოს“ შემტევი ლუკა სილაგაძე, რატი არდაზიშვილი და „თელავის“ ნახევარმცველი ვაჟა ფაცაცია, ასევე ორი ახალგაზრდა, ნიკოლოზ ჩიქოვანი და ანდრია ხორხელი. ბოლო ცნობებით, გუნდში მხოლოდ ჩიქოვანი დარჩა.