ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს [ფოტო, ვიდეო]

ლიეჟში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებაა დაგეგმილი, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

შეხვედრაზე მისულ ემიგრანტების ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.