ლიდერთა მატჩმა ყველაზე სწრაფი და შრომისმოყვარე გამოავლინა - შულაიამ 32,1 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა
ლიდერთა მატჩმა ყველაზე სწრაფი და შრომისმოყვარე გამოავლინა - შულაიამ 32,1 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. „დინამო არენაზე“ თბილისურ დერბიში „დინამომ“ მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ დაამარცხა 4:2.

ამ შეხვედრაში ანალიტიკური პლატფორმის „პოლარის“ დაფიქსირებული ფეხბურთელთა საუკეთესო მონაცემები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ანალიტიკურმა სამსახურმა გაასაჯაროვა.

ყველაზე დიდი სისწრაფე დინამოელმა აკაკი შულაიამ დააფიქსირა – 32,1 კმ/სთ. მას ოდნავ ჩამორჩნენ საბურთალოელები – გიორგი დიასამიძე (31,8 კმ/სთ) და სანდრო ალთუნაშვილი (31,7 კმ/სთ).

ყველაზე მეტი მანძილი ასევე დინამოელმა გიორგი პაპავამ დაფარა – 12,125 კმ. „დინამოს“ საუკეთესოთა სამეულში ასევე მოხვდნენ გუჯა რუხაია (11,3 კმ) და ლევან შენგელია (11,2 კმ).

საბურთალოელთა სამეული ასეთია: სანდრო ალთუნაშვილი (11,8 კმ), გიორგი დიასამიძე (11,7 კმ), თორნიკე გორგიაშვილი (11,6 კმ).

აჩქარებების ომპონენტში უპირატესობა დინამოელებს დარჩათ – აკაკი შულაიამ 25 სპრინტი განახორციელა, ლევან შენგელიამ – 18, ხოლო გუჯა რუხაიამ – 17.