ლიდერების დაპირისპირება „გოლდენ სტეიტის“ გამარჯვებით დასრულდა
ლიდერების დაპირისპირება „გოლდენ სტეიტის“ გამარჯვებით დასრულდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რეგულარული სეზონის, შვიდი მატჩი გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება „ორეკლ არენაზე“ შედგა, სადაც ერთმანეთს კონფერენციის ლიდერები, „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ და „ბოსტონ სელტიქსი“ შეხვდნენ. თამაშმა, მოლოდინი ბოლომდე გაამართლა. თავიდან, სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და ტაიმი 54-50 მოიგეს. „გოლდენ სტიტმა“, ტრადიციულად მაღალ დონეზე, შეხვედრის მესამე მეოთხედი ჩაატარა და დასკვნითი 12-წუთიანი მონაკვეთის წინ, 7-ქულიანი ჰანდიკაპი აიღო. ამ გაქცევის მთავარი შემოქმედი, სტეფ კარი გახლდათ. მასპინძელთა ლიდერმა საერთო ჯამში, 49 ქულა გააკეთა. ბოსტონელებმა, დასკვნით წუთებზე, კაირი ირვინგის ლიდერობით, რომელმაც 37 ქულა მიითვალა, ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა კალიფორნიელებმა მაინც მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და 109-105 გაიმარჯვეს. „უორიორზის“ ქართველმა ლეგიონერმა, ზაზა ფაჩულიამ 15 წუთში: 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა. კევინ დიურანტმა, ოკლენდელებს, 20 ქულა და 9 მოხსნა შესძინა. სტივ კერის გუნდისთვის, ეს მიმდინარე სეზონში, მე-40-ე მოგება გამოდგა. „გოლდენ სტეიტი“, მთლიანად რეგულაურის ლიდერია. წაგების მიუხედავად, ბოსტონ „სელტიქსმა“ აღმოსავლეთ კონფერენცაში, პირველი ადგილი შეინარჩუნა.

დეტროიტი-ოკლაჰომა 108-121
მაიამი-შარლოტი 95-91
ინდიანა-ორლანდო 114-112
ატლანტა-ვაშინგტონი 104-129
დენვერი-დალასი 91-89
მინესოტა-ბრუკლინი 111-97