სტივ კერი აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
სტივ კერი აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივ კერის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

56 წლის სპეციალისტმა, რომელიც „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ ავარჯიშებს, ამ პოსტზე გრეგ პოპოვიჩი შეცვალა, რომელმაც დატოვა აშშ-ის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის მოგების შემდეგ.

სტივ კერი „გოლდენ სტეიტს“ 2014 წლიდან ავარჯიშებს და გუნდი სამჯერ მიიყვანა ჩემპიონის ტიტულამდე. ის ნაკრებს ორ დიდ ტურნირზე უხელმძღვანელებს – მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე.

გამოცხადდა, რომ კერის ასისტენტები ნაკრებში იქნებიან „მაიამისა“ და „ფინიქსის“ მთავარი მწვრთნელები – ერიკ სპოელსტრა და მონტი უილიამსი, აგრეთვე, გონზაგას უნივერსიტეტის დამრიგებელი მარკ ფიუ.