ლიცენზირებისა და რეგისტრაციის ახალი მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღება ეროვნულ ბანკში ორი თვით კვლავ შეჩერებული იქნება
ლიცენზირებისა და რეგისტრაციის ახალი მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღება ეროვნულ ბანკში ორი თვით კვლავ შეჩერებული იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხო სამუშაო პროცესის სრულად აღდგენამდე, ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების ვადას ორი თვით ახანგრძლივებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული ეხება ყველა ტიპის არასაბანკო საფინანსო მიმართულებას: საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად, საკრედიტო კავშირად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, სესხის გამცემ სუბიექტად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაცია/ ლიცენცირებისთვის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეტანას.

აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

დატოვე კომენტარი