ლიცენზირების კომიტეტმა გადაწყვიტა - „ცხინვალი“ მესამე ლიგაშიც ვეღარ ითამაშებს
ლიცენზირების კომიტეტმა გადაწყვიტა - „ცხინვალი“ მესამე ლიგაშიც ვეღარ ითამაშებს

სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ ლიცენზია ჩამოერთვა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგევრდი ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, „ცხინვალი” ვერ შეძლებს მესამე ლიგაში ასპარეზობის გაგრძელებას, სადაც გასული სეზონის შედეგებით დაქვეითდა. ეს გადაწყვეტილება ლიცენზირების კომიტეტმა სფფ-ის აღმასკომის ცნობის საფუძველზე მიიღო.

24 იანვარს გამართულ აღმასკომის სხდომაზე, რომელსაც „ცხინვალის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კლუბმა ვერ შეძლო იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც მას აღმასკომის მიერ ჰქონდა დაკისრებული.