ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე კვირაში 493 ადამიანი გადაარჩინა
ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე კვირაში 493 ადამიანი გადაარჩინა

ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე კვირაში 493 ადამიანი გადაარჩინა. მიგრანტები ევროპის კონტინენტზე მოხვედრას გასაბერი ნავების საშუალებით ცდილობდნენ.

გადარჩენილთა შორის 28 ქალი და ხუთი ბავშვია. ისინი სხვადასხვა დაკავების ცენტრში არიან გადაყვანილი.

მიგრანტები ძირითადად აფრიკული, არაბული და აზიური ქვეყნებიდან არიან.