ლიბიელი საველე მეთაური ხალიფა ჰაფთარი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა
ლიბიელი საველე მეთაური ხალიფა ჰაფთარი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა

ლიბიელი საველე მეთაური ხალიფა ჰაფთარი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის შეხვდა.

ეგვიპტური საინფორმაციო სააგენტო „მენას“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ლიბიაში არსებული ვითარება იყო. ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ კაიროს სურს, მეზობელი ლიბია ერთიანი, სტაბილური და უსაფრთხო იყოს.

ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ტერორიზმის და ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრის პარალელურად, ლიბიაში ხალიფა ჰაფთარის ჯარებს და გაერო-სგან მხარდაჭერილი მთავრობის არმიას შორის შეტაკებები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრიპოლისთან მიმდინარე ბრძოლებში ეროვნული შერიგების მთავრობამ ჰაფთარის შეიარაღებული ნაწილების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.