ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების გამო, საცხოვრებელი ადგილი 30 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა
ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების გამო, საცხოვრებელი ადგილი 30 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების გამო, საცხოვრებელი ადგილი 30 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, რომ მედპერსონალისთვის დაშავებულების დახმარება სულ უფრო სახიფათო ხდება, მთავარი მიზეზი კი მასირებული დაბომბვაა.

კონფლიქტის ზონაში იტალიის ხელისუფლებამ 16 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.

ლიბიის პრემიერ-მინისტრი, ფაიეზ ალ-სარაჯი ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერაში საფრანგეთს სდებს ბრალს. სატელეფონო საუბრისას, ლიბიის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ლიბიელების პოზიცია  საფრანგეთის წინააღმდეგაა მიმართული, ეს კი განპირობებულია  საფრანგეთის ქმედებებით და ჰაფთარისთვის დახმარების გაწევის გამო.

აღმოსავლეთ ლიბიის მმართველმა, ხალიფა ჰაფთარმა ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში მყოფ საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ ოპერაცია 4 აპრილს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს ბოლო მონაცემებით, 272 ადამიანი ემსხვერპლა.