ლიბიაში ნავთობის კორპორაციაზე თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ლიბიაში ნავთობის კორპორაციაზე თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლში მდებარე ნავთობის კორპორაციაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელიც. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბიის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა შენობაში თავი აიფეთქა.

შეგახსენებთ, რომ ტრიპოლში მდებარე ნავთობის სახელმწიფო კომპანიის შტაბბინაში უცნობი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაშავებულთა რიცხვი სულ მცირე ექვსია.

შენობაში გამაგრებული თავდამსხმელების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების სპეცოპერაცია გრძელდება.

დატოვე კომენტარი